კომპანიის შესახებ   

ვინ ვართ ჩვენ?

სამედიცინო ტურიზმის საერთაშორისო კომპანია GMT დაფუძნდა 2012 წელს, წარმოადგენს სამედიცინო ტურიზმის მრავალპროფილურ ორგანიზაციას ბუნებრივი პრეპარატებით მკურნალობის, კურორტოლოგიის, ბალნეოლოგიის, გაჯანსაღების მიმართულებით.

ორგანიზაცია დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით და ექსპერტებით. აქვს რამოდენიმე წარმომადგენლობა სხვადასხვა ქვეყანაში და საქართველოს რეგიონებში.


ნინო ჯანდიერი - დამფუძნებელი და დირექტორი: მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, 39 სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 3 მონოგრაფიის ავტორი, საქართველოს სამედიცინო ტურიზმის ასოციაციის პრეზიდენტი

გრიგოლ მდივნიშვილი - აღმასრულებელი დირექტორი, სამეცნიერო ნაშრომების და სტატიების ავტორი თემებზე: ადაპტაცია-რეაბილიტაცია, გაჯანსაღება, ჯანმრთელი ცხოვრების წესი, მკურნალობა წამლების გარეშე და ა.შ.

ნინო (ნუნუ) ტატიშვილი - თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს მთავარი რევმატოლოგი, პროფესორი, სამედიცინო სფეროში დამსახურებისთვის 2015 წელს მედიკოსთა ასოციაციამ გაუხსნა ვარსკვლავი. საერთაშორისო კომპანია „GMT“ მთავარი ექსპერტ- კონსულტანტი.

ზურაბ ბეროზაშვილი - საერთაშორისო კომპანია „GMT“ წარმომადგენლობის ხელმძღვანელი გერმანიაში.

გუცა წერეთელი - საერთაშორისო კომპანია „GMT“ წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ირლანდიაში.

ლიუდმილა შაპოვალოვა - საერთაშორისო კომპანია „GMT“ წარმომადგენლობის ხელმძღვანელი რუსეთის ფედერაციაში.

ნანა მი - საერთაშორისო კომპანია „GMT“ წარმომადგენლობის ხელმძღვანელი დიდ ბრიტანეთში.

სად იწარმოება?

წარმოებულია საქართველოში
შპს „ბიოტეკსი”-ს მიერ შპს “GMT-ის” დაკვეთით
მის: თბილისი, ძმები ზუბალაშვილების 7.

ტელ: 599 56 14 70 | 599 44 57 77

ჩვენი მიზანია

“თანამედროვე სამყაროში სტრესული და არაჯანსაღი გარემოს ზეგავლის შედეგად უფრო და უფრო რთული ხდება ჯანმრთელობის შენარჩუნება და მასზე ზრუნვა.

ჩვენ დიდი ხანია ვიკვლევთ მკურნალობის ბუნებრივ, ნატურალურ და არაქიმიურ საშუელებებს, რომლებიც ორგანიზმზე ახდენენ დადებით ეფექტს.”

ნინო ჯანდიერი

“დღეს ყველა აღიარებს, რომ ბუნებრივი პრეპარატებით მკურნალობა არის პრიორიტეტული მიმართულება ცხოვრების ხარისხის ამაღლების, ჯანმრთელობისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების, ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობების განვითარების ოპტიმალური საშუალება.

ჩვენი მიზანია ქართული ხალხური მედიცინის საგანძურში არსებული საშუალებების გამოყენებით, ყველასთვის ხელმისაწვდომ ფასად ხელი შევუწყოთ გამოჯანსაღების პროცესს უკუჩვენებების გარეშე. ”

გრიგოლ მდივნიშვილი.

ჩვენი გუნდი