პროდუქტის შესახებ   

პინოლანი წარმოადგენს ბუნებრივ ნივთიერებათა დაბალანსებულ ნაერთს, რომელსაც მეტოქეობას ვერ უწევს დღემდე ცნობილი ვერცერთი მცენარეული პროდუქტი.

თანამედროვე ფარმაკოლოგიური ინდუსტრიის მაღალი სტანდარტების მიუხედავად, არ არსებობს ისეთი მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია, რომელსაც შეუძლია ფიჭვის მტვერის მსგავსი უვნებელი სამკურნალო ნაერთის შექმნა. ჩვენს ჯანმრთელობას ძირითადად განაპირობებს სხეულის უჯრედების საერთო მდგომარეობა. პინოლანის მიღებით შესაძლებელია სრულად დავაკმაყოფილოთ უჯრედები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დეფიციტური ბუნებრივი ელემენტებით.

ფიჭვის მტვერი არის ერთადერთი უნიკალური ბუნებრივი კომპლექსური საკვები პროდუქტი, რომლის შემადგენლობაში შემავალი 200–ზე მეტი ბიოაქტიური კომპონენტი, სრულად არეგულირებს ორგანიზმის ყველა სასიცოცხლო ფუნქციას.


ფიჭვის მტვერი:

  • უძლიერესი ბუნებრივი ანტიოქსიდანტია, ებრძვის კარცინოგენებს, სიმსივნური პროცესების წარმოშობას და განვითარებას. იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებისგან, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას და ჭარბ წონას, სელენის მოქმედება ახანგრძლივებს სიცოცხლეს;

  • კურნავს სასუნთქი გზების დაავადებებს, ანეიტრალებს ტუბერკულიოზის ჩხირებს, ეფექტურია ქრონიკული ბრონქიტის და რესპირატორული დაავადებების სამკურნალოდ, სწრაფად აღადგენს დაქვეითებულ იმუნიტეტს;

  • აწესრიგებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას, ამცირებს ინსულტის რისკს და ტვინის დეგენერაციის პროცესს, აუმჯობესებს ყურადღების კონცენტრაციის უნარს, ხელს უწყობს მახსოვრობის და მხედველობის შენარჩუნებას;

  • აწესრიგებს ენდოკრინულ სისტემას და შარდსასქესო ორგანოებს, აღადგენს ჰორმონების სეკრეციას. აძლიერებს პოტენციას, წარმოადგენს პროსტატის მკურნალობის ეფექტურ საშუალებას. ამერიკელი და კანადელი მეცნიერების გამოკვლევებით, განკურნებულ პაციენტთა მაჩვენებელმა შეადგინა 80–90%!

  • ააქტიურებს სისხლმბად ორგანოებს, ეფექტურია ანემიის დროს, მკვეთრად ამაღლებს სისხლში ჰემოგლობინისა და ერითროციტების ოდენობას, აღადგენს ორგანიზმის ყველა უჯრედს მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, აუმჯობესებს კანის, ფრჩხილებისა და თმის მდგომარეობას;

  • აწესრიგებს გულსისხლძარღვთა სისტემას და არტერიულ წნევას. მინიმუმამდე ამცირებს მიოკარდიუმის ინფარქტის რისკს და სისხლში ქოლესტერინის დონეს. აქვს ღვიძლისა და თირკმელების დაცვის ფუნქცია;

  • ეფექტურია საჭმლის მომნელებელი სისტემის და შაქრიანი დიაბეტის დაავადებების სამკურნალოდ, წარმოადგენს საუკეთესო დიეტოთერაპიულ პრეპარატს;

  • აუმჯობესებს საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის საერთო მდგომარეობას, წარმოადგენს ეფექტურ საშუალებას პოლიართრიტის, ართროზის, პოდაგრისა და რევმატიული ართრიტის სამკურნალოდ;

  • იდეალური ბიოსტიმულატორია სპორტსმენებისთვის, ააქტიურებს ორგანიზმის ყველა სასიცოცხლო ფუნქციას, ხსნის ქრონიკულ დაღლილობას, აძლიერებს სხეულის ენერგეტიკულ და ფიზიკურ მდგომარეობას.


პინოლანის სასარგებლო ეფექტი დაწვრილებით:

ნებისმიერი ადამიანის სურვილი, რომ ჰქონდეს სასურველი ჯანმრთელობა, ენეგიული და ხანგრძლივი სიცოცხლე მჭიდროდ არის დაკავშირებული ისეთ ფაქტორებთან, როგორიც არის მემკვიდრეობა, ყოფითი პირობები, კვება, სამუშაოს სპეციფიურობა (უმუშევრობა) და ა.შ. ფიჭვის მტვერის სიბერესთან ბრძოლის მექანიზმი მარტივია, ის საგრძნობლად ზრდის ორგანიზმში მიტოხონდრიების რაოდენობას, რაც უზრუნველყოფს სხეულის უჯრედების ჟანგბადით უხვად მომარაგებას ე.ი. მათ გააქტიურებას, რის შედეგად სისხლძარღვების კედლებზე მკვეთრად მცირდება ცხიმების (ლიპიდების) დალექვა, შესაძლებელი ხდება ათეროსკლეროზის პროფილაქტიკა, ხოლო მისი არსებობის შემთხვევაში - ლოკალიზაცია. პინოლანის მიღების შედეგად ერითროციტებში მატულობს სუპეროქსიდიმუსტაზის რაოდენობა, რომელიც საგრძნობლად ამცირებს გადამჟავებული ლიპიდების და ლიპოფუსცინის დონეს, როგორც გულის კუნთებში, ასევე თავის ტვინში და ღვიძლში.

ლიპოფუსცინი წარმოადგენს თავისუფალი რადიკალების მიერ წარმოშობილ მავნე პროდუქტს, რომლის შემცირება ახანგრძლივებს სხეულის უჯრედების სიცოცხლეს თავისუფალი რადიკალების განდევნის გააქტიურების ხარჯზე. კლინიკური ცდებით დადასტურებულია, რომ ფიჭვის მტვერის მიღების შედეგად ხანდაზმულ ადამიანებს არა მარტო ეზრდებათ სასიცოცხლო ენერგია, არამედ უჩერდებათ კანის ასაკობრივი პიგმენტაცია.

საშუალო ასაკის მიღწევასთან ერთად, აქტუალური ხდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენცია და ლოკალიზაცია. არასწორი კვება, ფიზიკურად პასიური ცხოვრების წესი, სტრესები, სხეულის ჭარბი წონა (სიმსუქნე) წარმოშობს ხელსაყრელ გარემოს სისხლში ქოლესტერინის დონის მომატებისა და სისხლძარღვების კედლებზე მათ დასალექად, რაც იწვევს ათეროსკლეროზს, რომლის გამოხატული სიმპტომი სისხლძარღვების ელასტიურობის დაქვეითება და მაღალი არტერიული წნევაა. ასეთ მდგომარეობაში არსებული ეპითელიუმის კაპილარები ხდება სისხლდენისადმი მიდრეკილი, (კედლების სისქე 0.005 მმ–ია.) მაგრამ უფრო დიდი საშიშროება კაპილარების დაშლისას გამოწვეული ტვინის იშემიური ინსულტია, ანუ ტვინის ინფარქტი.

მდიდარი კვებითი ღირებულებების მქონე შენაერთებით შემდგარი პინოლანი, აუმჯობესებს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას და არეგულირებს შინაგან სეკრეციას, იცავს გულ-სიხლძარღვთა სისტემას მასში არსებული P ვიტამინის (რუტინი) მოქმედებით, რომელიც სისხლძარღვების წმენდასთან ერთად ელასტიურს ხდის მათ კედლებს, რის შედეგად მცირდება ტვინის აპოპლექსიის რისკი იმ ადამიანებისათვის ვისაც აღენიშნებათ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. რუტინი ასევე ეფექტურად იცავს თავის ტვინს და თვალის ბადურას სისხლის ჩაქცევისგან. ფიჭვის მტვერის მოქმედებით შედეგად ქოლესტერინის რაოდენობის კლება, გულ-სისხლძარღვთა სისტემის გაჯანსაღების და ჯანმრთელობის შენარჩუნების საწინდარია.

ფიჭვის მტვერის შემადგენელი მონოსაქარიდები ხელს უწყობენ ღვიძლის გლიკოგენის სინთეზს, ხოლო ფერმენტები დადებით ზეგავლენას ახდენენ პროტეინების სინთეზსა და მეტაბოლიზმზე. პროტეინები ამინომჟავებად იშლებიან, რომელთა 20% ხვდება სისხლში უჯრედების ფუნქციონირების საჭიროებისათვის, ხოლო ძირითადი ნაწილი ღვიძლში რჩება განმეორებითი სინთეზისთვის. პროტეინების უკმარისობა ღვიძლში იწვევს ცხიმების მომატებას და ლიპიდოზს, რაც ღვიძლის ცეროზის მიზეზი ხდება.

პინოლანი მდიდარია პროტეინებით, ამინომჟავებით, B ჯგუფის ვიტამინებით და ისეთი მიკროელემენტებით როგორიცაა სპილენძი, ცინკი, მაგნიუმი. ეს ნივთიერებები აქტიურ მონაწილეობას იღებენ ღვიძლში მიმდინარე მრავალი ენზიმის ფორმირებაში და გააქტიურებაში. პინოლანი ამასთანავე ახდენს ღვიძლის უჯრედების რეგენერაციას! კლინიკურმა დაკვირვებებმა ცხადყო, რომ ფიჭვის მტვერის მიღებამ გაცილებით გააუმჯობესა პაციენტების მდგომარეობა, რომლებსაც ჰქონდათ გადაღლის, მოუსვენრობის, კუჭის მოქმედების, ღვიძლის არეში ტკივილების სიმპტომები. ფიჭვის მტვერი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ისეთ შემთხვევებში, როდესაც პაციენტი სხვადასხვა მიზეზის გამო, ვერ ღებულობს სამედიცინო პრეპარატებს.

ჯანმრთელი ცხოვრების წესის თანამედროვე მოდელს წარმოადგენს ოპტიმალური წონის შენარჩუნება. ნივთიერებათა ცვლის დარღვევა იოლად არის შესაძლებელი, როდესაც ჭარბი წონის ადამიანები ზედმეტი წონისგან განთავისუფლებას ცდილობენ კვების პროდუქტების შეზღუდვის ხარჯზე, რაც ხშირ შემთხვევებში, ორგანიზმის უჯრედებისათვის საზიანო ხდება და იწვევს სხვადასხვა გართულებებს.

ფიჭვის მტვერის მოქმედება ჭარბი წონის დასაკლებად შესწავლილია კლინიკური პრაქტიკით. მრავალწლიანმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ ფიჭვის მტვერით მოსარგებლე ადამიანების ჭარბი წონა რეგულირდება ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგების და ლიპიდური შენაერთების შემცირების ხარჯზე, რაც ადასტურებს უძველესი ჩინური ფარმაკოპიის ჩანაწერების უტყუარობას, სადაც მითითებულია, რომ ფიჭვის მტვერის მიღება სასარგებლოა ჭარბი წონის ადამიანებისათვის.

ენდოკრინული სისტემა, არის შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების და სტრუქტურების ერთობლივობა, რომლის ფუნქციას სხეულის ყველა ორგანოს კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა წარმოადგენს. ჯირკვლების მიერ გამოიყოფილი ჰორმონები, სისხლის მეშვეობით გადაეცემა მთელ ორგანიზმს. ნერვული სისტემის მკაცრ კონტროლს დაქვემდებარებული მოწესრიგებული ენდოკრინული სისტემა, უზრუნველყოფს სხეულის ზრდას, მის რეგენერაციას და ხანგრძლივ ფუნქციონირებას. ჰორმონების არასრულყოფილი, ასევე ჭარბი სეკრეცია იწვევს ორგანიზმის ყველა სასიცოცხლო პროცესის დისფუნქციას.

ფიჭვის მტვერი საყოველთაოდ ცნობილი ეფექტური საშუალებაა შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების გაძლიერების და მათი სეკრეციული ფუნქციის გასაუმჯობესებლად. პინოლანის მიღება არეგულირებს ორგანიზმის შინაგანი სეკრეციის ფუნქციებს, აბრკოლებს ჯირკვლების დაბერების პროცესს, საგრძნობლად აძლიერებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას, ამოკლებს ენდოკრინული სისტემის ფუნქციის მოშლით გამოწვეული დაავადებების მკურნალობის პერიოდს, ამაღლებს ორგანიზმში მიმდინარე ძირითადი სასიცოცხლო პროცესების მიმდინარეობის ხარისხს.

საშუალო ასაკის მიღწევისას პროსტატის ჯირკვალში შემაერთებელი ქსოვილები იწყებენ გადიდებას. გაზრდილი ჯირკვლის ზომა 10–15 ჯერ შეიძლება აღემატოს ნორმალური ჯირკვლის ზომას. გადიდებული ჯირკვალი იწვევს ხშირ და გაძნელებული შარდვას, რაც წარმოშობს შარდგამომყოფი გზების ანთებას, შარდის ბუშტში კენჭების წარმოქმნას, თირკმელების მუშაობის ფუნქციების მოშლას, არაიშვიათად ადენომას და ავთვისებიანი სიმსივნის ჩამოყალიბებას.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ 50 წლამდე მიღწეული მამაკაცების 50%-ს აღენიშნებათ პროსტატის ჯირკვლის ჰიპერპლაზიის სხვადასხვა ხარისხი, ხოლო კლიმაქტერიული პერიოდის შემდეგ დაავადებული მამაკაცების რაოდენობა 75%-ს აღემატება. პროსტატის ჯირკვლის სამკურნალოდ მრავალი მედიკამენტი არსებობს, მაგრამ რამდენადაც ჯირკვლის კაფსულას მცირე შეღწევადობა და სისხლის სუსტი ცირკულაცია აქვს, ფარმაცევტული მედიკამენტები ძნელად ხვდებიან მასში და იშვიათად აღწევენ დაავადების აღმოსაფხვრელად საჭირო კონცენტრაციას. ექსპერიმენტული კვლევების მონაცემებმა, რომლებიც ჩატარდა აშშ–ში, იაპონიაში, კანადაში, შვეციაში, გერმანიაში და ჩინეთში დაგვანახა, რომ ფიჭვის მტვერის მიღებით შესაძლებელია არსებული პრობლემის აღმოფხვრა, ყოველგვარი სირთულის გარეშე.

იაპონელი მეცნიერი, დოქტორი ხაკუ ამბობს: ,,წარსულში, ქრონიკული პროსტატიტის მკურნალობას ესაჭიროებოდა ხანგრძლივი პერიოდი, რადგან მკურნალობას თან სდევდა ავადმყოფობის განმეორებითი რეციდივები, რომელიც მოკლე დროში სრულად აღმოიფხვრა ფიჭვის მტვერის საშუალებით.“ აშშ–ში და შვეციაში ფიჭვის მტვერის საშუალებით მიღწეული წინამდებარე (პროსტატის) ჯირკვლის განკურნების მაჩვენებელი არის 80–90%!!

პინოლანი განსაკუთრებით ეფექტურია კუჭ–ნაწლავის მოქმედებების დარღვევის დროს, რადგან ის შეიცავს თიამინის (ვიტამინი B1) საკმაო რაოდენობას, რომლის აქტიურ (კოფერმენტულ) ფორმას წარმოადგენს მისი ფოსფორილირებული წარმოებული – თიამინდიფოსფატი (კოკარბოქსილაზა), რომელიც მონაწილეობს დეკარბოქსილაზების, ნახშირწყლების ენერგეტიკულ ცვლაში და მათში მონაწილე ზოგიერთი ფერმენტის დეკარბოქსილირების რეაქციებში.

თიამინი აძლიერებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციას, ნორმაში მოყავს კუჭის წვენის გამოყოფა და ააქტიურებს კუჭის მოქმედებას. თიამინს შეუძლია შეამსუბუქოს მწვავე და ქრონიკული დიარეა, ენტერიტები და ნაწლავური ინფექციები, რომლებიც გამოწვეულია ნაწლავური პათოგენური ბაქტერიების და მიკრობების გამრავლების შედეგად ისე, რომ არ გაანადგუროს კუჭის მოქმედებისათვის აუცილებელი და სასარგებლო მიკრობები. ფიჭვის მტვერში არსებული ბოჭკოები ასუფთავებენ ნაწლავებს ტოქსინებისგან და კურნავენ ყაბზობას. ყაბზობა წარმოადგენს პოტენციურ პათოგენურ ფაქტორს, მისი დარეგულირება შესაძლებელია პინოლანის მიღებით ნაწლავების მეტაბოლიზმის დარეგულირების ხარჯზე, რაც იწვევს ტონუსის მომატებას და არის სიმსივნური დაავადებების პრევენცია.

სიმსივნური დაავადებების გაჩენის სიხშირე იზრდება ასაკის მატებასთან ერთად. 20 წლიდან 60 წლამდე ასაკის კიბოთი დაავადებულთა რიცხოვნობა 2–7 ჯერ იზრდება ყოველი 10 წლის განმავლობაში. იმუნოლოგები მიიჩნევენ, რომ იმუნური ორგანოები ასაკის მატებასთან ერთად დეგრადირდება. გარემო სამყაროს დაბინძურება, საკვების და სასმელი წყლის საეჭვო სტრუქტურა, არსებული რადიაციული ფონი და სხვ. მომაკვდინებელ გავლენას ახდენს ორგანიზმის იმუნურ ფუნქციაზე. ჩატარებულმა კვლევებმა მეცნიერებს თვალნათლივ დაანახა, რომ უმეტეს სიმსივნურ დაავადებებს აქვთ 10 დან 30 წლამდე განვითარების დრო. ასეთი ხანგრძლივი პერიოდი საშუალებას გვაძლევს თავიდან ავიცილოთ სიმსივნის შემდგომი განვითარება.

ფიჭვის მტვერში შემავალ ნივთიერებებს, ამინომჟავებს, ნუკლეინის მჟავებს და ვიტამინებს შეუძლიათ უჯრედების ბრძოლის უნარის ამაღლება და სისხლში მჟავიანობის შემცირება, რაც თამაშობს აქტიურ როლს სხეულის უჯრედების იმუნური ფუნქციის გაძლიერებაში მაკროფაგების ფაგოციტოზის გაძლიერებით. პინოლანიში შემავალი ბეტა-კაროტინი სპობს ორგანიზმში თავისუფალ რადიკალებს და იცავს>უჯრედების მემბრანებს კარცენოგენული ნივთიერებათა შეჭრისგან.

ფიჭვის მტვერის სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება დიდი ხანია იპყრობს მეცნიერთა ყურადღებას. პინოლანი ისე ებრძვის სიმსივნურ უჯრედებს, რომ არ ეხება საღ უჯრედებს, მაშინ როდესაც კლინიკური მკურნალობის პროცესში გამოყენებული მედიკამენტები განურჩევლად კლავენ ორივეს, რაც ხშირად იწვევს მკურნალობის პერიოდში მდგომარეობის გაუარესებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პინოლანი წარმოადგენს საუკეთესო დამხმარე პრეპარატს სხივური და ქიმიოთერაპიული მკურნალობის პერიოდში.

თანამედროვე გამოკვლევები გვამცნობენ, რომ ადამიანის თავის ტვინი შედგება 14 მილიარდი უჯრედისგან, ხოლო წონა 1400 გრამს შეადგენს. 20 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ ყოველდღიურად მიახლოებით 100 ათასი უჯრედი კვდება, ხოლო 60 წლის ასაკში ტვინის უჯრედთა რაოდენობა შეადგენს 20 წლის ასაკის ადამიანის უჯრედთა რაოდენობის მეათედს. ასაკის მატებასთან ერთად მეხსიერება და აზროვნება საგრძნობლად უარესდება, რაც გამოწვეულია თავის ტვინის დეგენერაციით (დაბერებით). კლინიკურმა პრაქტიკამ დაადასტურა, რომ პინოლანს შეუძლია არა მხოლოდ ტვინის ფუნქციების სტიმულაცია და გაძლიერება, არამედ მეხსიერების გაუარესების და დემენციის (გონებასუსტობა) მკურნალობა. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მეხსიერების და აზროვნების პროცესის ხარისხის დაქვევითება მჭიდრო კავშირშია ტვინის არასრულფასოვან კვებასთან. ნებისმიერი საკვები ნივთიერებების უკმარისობა უარყოფითად მოქმედებს თავის ტვინის ნორმალურ ფუნქციონირებაზე. პინოლანის მიღებით შესაძლებელია ტვინის საკვები ნივთიერებებით სრულად უზრუნველყოფა.

პინოლანის შემადგენელობაში შემავალი შეუცვლელი ამინომჟავა არგინინი არა მხოლოდ ხელს უწყობს ზრდის ენდოგენური ჰორმონის სეკრეციას, არამედ ამაღლებს ყურადღების კონცენტრაციის უნარს, ხსნის ქრონიკულ დაღლილობას, გვეხმარება სწრაფად აღვიდგინოთ დახარჯული ენერგია ავადმყოფობის და ფიზიკური გადაღლილობის შემდგომ პერიოდში.

ვინაიდან პინოლანი მდიდარია ცოცხალი ვიტამინებით და განსაკუთრებით C ვიტამინით, (ასკორბინის მჟავა) მისი მიღება თავიდან აგვაცილებს სასუნთქი გზების დაავადებებს. ვიტამინებით უზრუნველყოფილი ორგანიზმში გაძლიერებულია უჯრედთაშორისი კავშირი, რაც ხელს უშლის ორგანიზმში ვირუსების შეჭრას და მათ გავრცელებას. ცნობილია, რომ C ვიტამინი იოლად იჟანგება, გაცხელებისას იშლება და წყალშიც ადვილად ხსნადია. მაშასადამე ვიტამინი C ნაყენის ან ჩვეულებრივი საკვების მომზადების დროს განიცდის დიდი ოდენობით დანაკარგებს, რაც გამოირიცხება პინოლანით მისი მიღების შედეგად. ახალი ზელანდიის და სამხრეთ ამერიკის მოსახლეობა სასმელებს ისე ამატებს ფიჭვის მტვერს, როგორც ჩვენ ვუმატებთ შაქარს ჩაის ან ყავას. საფრანგეთი, კანადა, ნორვეგია, ჩინეთი ეს იმ ქვეყნების არასრული ჩამონათვალია სადაც ფიჭვის მტვერი აღიარებულია სასუნთქი გზების დაავადებების იდეალურ სამკურნალო საშუალებად.

ჩატარებულმა ცდებმა ცხადჰყო, რომ 100 გრ. ფიჭვის მტვერი შეიცავს 48 მგ. C ვიტამინს, ე.ი. წარმოადგენს მნიშვნელოვან პროდუქტს, რომელსაც შეუძლია განკურნოს ისეთი მძიმე დაავადებები როგორებიც არის ტუბერკულიოზი, სტაფილოკოკური და სტრეპტოკოკური ინფექციები და ა.შ. ორი თვის განმავლობაში პინოლანის მიღებით სისხლში ერითროციტების რაოდენობა მატულობს 25–30%–ით, ხოლო ჰემოგლობინის 15%–ით, ასევე იზრდება სისხლში იმუნოგლობულინის რაოდენობა.

სამკურნალო კვება პნევმონიის და ფილტვების ტუბერკულიოზის დროს წარმოადგენს დაავადებულთა რეჟიმის ერთ ერთ მთავარ შემადგენელ ნაწილს. კარგადაა ცნობილი, რომ ავადმყოფის საკვები საჭიროა შეიცავდეს ვიტამინების დიდ ოდენობას, რომლებიც წარმოადგენენ ნივთიერებათა ცვლის პროცესების კატალიზატორს. ტუბერკულიოზით დაავადებულის კვების რაციონის განუყოფელ ნაწილს შეადგენენ მინერალური ნივთიერებები, რომლებიც ახდენენ ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას და ხელს უწყობენ ტუბერკულიოზის კერების შეხორცებას.