რა არის პინოლანი ?

პინოლანი არის უნიკალური თვისებების მქონე ბიჭვინთის ფიჭვის (Pinus pityusa) სახეობის ყვავილის მტვერი, რომელიც მოპოვებულია ბორჯომის ეროვნულ ნაკრძალში ზღვის დონიდან 1500 მეტრ სიმაღლეზე. ფიჭვის ყვავილის მტვერი დამუშავდა და დოზირებულად დაკაფსულდა ევროსტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად ISO სერტიფიკატის მფლობელ ფარმაცევტულ საწარმოში.

 პინოლანი ბუნებრივად დაბალანსებული  200–ზე მეტი საკვები ნივთიერებაა: 18 ამინომჟავა, მათშორის 8 შეუცვლელი, ვიტამინები (A, B1, B2, B6, B9, C, D3, E, PP, β-კაროტინი,) ძირითადი მიკრო და მაკროელემენტები, 100–ზე მეტი ფერმენტი, ფლავონიდი, მონოსაქარიდი, პოლისაქარიდი და უჯერი ცხიმოვანი მჟავა, რომელებიც სრულად აკმაყოფილებენ სხეულის უჯრედებს ორგანული  საკვებით მათი შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის, რის შედეგად უმჯობესდება ადამიანის საერთო ფსიქოფიზიკური მდგომარეობა.

 

  

მეტი გონებრივი აქტივობისთვის

აშშ, კანადა, ინგლისი,  საფრანგეთი, გერმანია, ისრაელი, ნორვეგია, იაპონია, ჩინეთი,  იმ ქვეყნების მცირე ჩამონათვალია, სადაც ფიჭვის მტვერი არის ყველაზე მოთხოვნადი საკვები ბიოდანამატი პოლიტიკოსების, მეცნიერების, კოსმონავტების, სპორტსმენების და ჯანმრთელი ცხოვრების წესის მიმდევარი სოციუმის ყოველდღიურ ცხოვრებაში. ფიჭვის მტვერი  კვებავს და აძლიერებს ორგანიზმს, ამაღლებს თავის ტვინის მუშაობის ხარისხს, სწრაფად აღადგენს დახარჯულ ენერგიას.

მეტი ენერგიისთვის

პლანეტის უძლიერესი ძალოსანი, ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე, საქართველოს ოლიმპიური ნაკრები და სპორტულ სახეობათა ეროვნული ნაკრების წევრები მაღალი სპორტული შედეგების მისაღწევად მოიხმარენ პინოლანს, ის აძლიერებს ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციებს, ხსნის დაღლილობას, დადებითად მოქმედებს სხეულის საერთო ფსიქოფიზიკურ მდგომარეობაზე.

სანდო და აპრობირებული

პინოლანი სრულად შეესაბამება მსოფლიო ჯანდაცვის (WHO) და გაერთიანებული ერების (UN) ორგანიზაციის სტანდარტებს, ნებადართულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს მიერ.

ფიჭვის მტვერი

პინოლანის შეძენა შეგიძლიათ მწვანე აფთიაქში კოტე აფხაზის (ლესელიძის) ქ.53

ან საკურიერო სერვისის საშუალებით

პინოლანი არის :

  • 100% სისუფთავის უმაღლესი ხარისხის ნატურალური ქართული პროდუქტი.
  • 60 ცალი - 155 მ/გ ბიჭვინთის ფიჭვის სახეობის ყვავილის მტვერით დოზირებული კაფსულა.
  • იმუნური და ენდოკრინული სისტემების გამაძლიერებელი.
  • სასუნთქი გზების, გულსისხლძარღვთა, საყრდენ-მამოძრავებელი, შარდსასქესო და საჭმლის მომნელებელი სისტემების გამაჯანსაღებელი საშუალება.
  • ამაღლებს თავის ტვინის და ფიზიკური სხეულის საერთო მდგომარეობას.
  • ანტიოქსიდანტი.